ROYAL BATONI
კატეგორია: სასტუმრო
ვებ გვერდი: http://royalbatoni.ge/
ელ.ფოსტა: info@batoni.ge
მობილური: 595996600
ტელეფონი: 595996611
მისამართი: ყვარელი, ილიას ტბა
Facebook Link
სამუშაო საათები
ორშაბათი: 24:00
სამშაბათი: 24:00
ოთხშაბათი: 24:00
ხუთშაბათი: 24:00
პარასკევი: 24:00
შაბათი: 24:00
კვირა: 24:00
ნანახია: 297 - ჯერ


ჩვენს შესახებ

ბრენდი "როიალ ბატონი" ცნობილი სასტუმრო "შატო მერეს" დამფუძნებლების ახალი, მასშტაბური პროექტია. "როიალ ბატონი" 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაშია:

  • რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედზე
  • საკონფერენციო დარბაზი
  • ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით
  • მარანი
  • საუნა
  • სიგარა რუმი

"როიალ ბატონი" საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში, ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალ მანძილზეა.

გსურთ დროში იმოგზაუროთ? მოწყდეთ ყოველდღიურობასა და ზღაპრულ გარემოში დაისვენოთ? მაშინ ეწვიეთ წლის ნებისმიერ დროს, კახეთში, ილიას ტბასთან მდებარე სასტუმრო-სასახლე "როიალ ბატონს", რომელიც ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა.

"როიალ ბატონის" სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ჩვენ, ასევე, მოგიწყობთ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს, ჯგუფურ შეჯიბრებებს, დაბადების დღეებსა და სხვა ღონისძიებებს.





CDS © 2017